პოლიგრაფიული დიზაინი პოლიგრაფიული დიზაინი

პოლიგრაფიული დიზაინი – მრავალი კომპანიის საქმიანობის ვრცელი სფეროა, რომელიც სხვადასხვა პროდუქციითა და მომსახურებით დაკავშირებულია  დიზაინერულ პროექტებთან. პოლიგრაფიული დიზაინი მოიცავს სარეკლამო პროდუქციის, ფირნიშების, პლაკატების, ბუკლეტების, სავიზიტო ბარათების გრაფიკულ გაფორმებებს. უმეტესად მოთხოვნადია ორიგინალური დიზაინი მომხმარებლის ყურადღების ფიქსაციისთვის. თანამედროვე დიზაინით გაფორმებული სარეკლამო ნამუშევარი აუცილებელი ატრიბუტია მომხმარებლისათვის ახალი პროდუქციის გასაცნობად.

ბუკლეტი, როგორც ყველაზე პოპულარული ბეჭდვითი რეკლამა, საკმაოდ კარგადაა ცნობილი ყოველი თქვენთაგანისთვის. გრაფიკულ დიზაინთან შთავსებული აქტუალური ტექსტი ფირმის საქმიანობისა თუ პროდუქციის შესახებ პოტენციური კლიენტის თქვენი სერვისით დაინტერესების საწინდარია.

ასევე ცნობილი პოლიგრაფიული ნაწარმია ფლაერი, რომელიც განსხვავდება ფორმების მიხედვით და სთავაზობს მომხმარებელს ინფორმაციასთან ერთად გარკვეულ პირობებს. ფლაერისა და ბუკლეტის დიზაინი განსხვავდება ერთმანეთისაგან ზღვრული ლაკონურობით.

ასევე ბეჭდვითი რეკლამის ერთერთი სახეა კალენდარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას კომპაქტურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია პროდუქტზე. ამასგარდა მოსახერხებელი სარეკლამო ფორმაა ბროშურები, სუვენირები, საპრეზენტაციო სტენდები და სხვა მრავალი. პროდუქციის გარეგანი იერსახე მნიშვნელოვანია პროდუქტის რეალიზაციის და მომხმარებელთა რაოდენობის მაჩვენებლის ზრდისთვის.